ერნესტო ვალვერდე ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ერნესტო ვალვერდე ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებსბარსელონას პრეზიდენტმა ჟოზეფ ბარტომეუმ ერნესტო ვალვერდე შეაქო და თქვა, რომ მასთან სეზონის ბოლოს ბარსელონა ახალ კონტრაქტს გააფორმებს.  ბარტომეუს თქმით ვალვერდე თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს:

”ერნესტოს მუშაობით კმაყოფილი ვარ და მომავალ სეზონში ის აუცილებლად დარჩება ბარსელონაში. ჩვენ მასთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება”–განაცხადა ბარტომეუმ. ამჟამად ბარსელონა ესპანეთის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს.