„ერთი ნაბიჯი დამაკლდა, სადღაც ლიფტის შახტში უნდა ვეგდო“ – დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების თვითმხილველი

„ერთი ნაბიჯი დამაკლდა, სადღაც ლიფტის შახტში უნდა ვეგდო“ - დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების თვითმხილველიდიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია – კორპუსში მცხოვრები ილია ბუზალაძე სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს. მისი განცხდებით, აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ლიფტში იმყოფებოდა, გამოვიდა ლიფტიდან და აფეთქება მოხდა, მას კი ლიფტის კარები და ბლოკები დაეცა:

“ლიფტიდან ფეხი გამოვდგი და მთელი ლიფტის კარებები და ბლოკები ზედ დამეცა, ლიფტი შახტაში ჩავარდა, უბრალოდ ორი.ნაბიჯი გადმოვდგი ლიფტიდან… გადავრჩი, ოჯახიც გადამირჩა, ჯერაც ვერ ვხვდები როგორ გადავრჩი… ხოდა.. გვიყვარდეს ერთამენთი რა, გვიყვარდეს, ერთი ნაბიჯი დამაკლდა რო ეხლა სადღაც ლიფტის შახტაში უნდა ვეგდო, ზუსტად ერთი ნაბიჯი.. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილები და გაძლება ღმერთმა ჩემ მეზობელ ბიჭს ამ ტრაგედიის გადასატანად..”, – წერს ილია ბუზალაძე.