„ეს იყო ამაზრზენი“ – კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციის სკანდალზე

„ეს იყო ამაზრზენი“ - კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციის სკანდალზეჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მსოფლიო ჩემპიონისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმე – დედაქალაქის მერმა მომხდარს ამაზრზენი ფაქტი უწოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომხდარი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს. ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განაცხადა კალაძემ.