ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანო რონალდო დამნაშავედ ცნო და 18 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანო რონალდო დამნაშავედ ცნო და 18 მილიონი ევროს გადახდა დააკისრაესპანურმა სასამართლომ კრიშტიანო რონალდო გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო და მას 2 პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გარდა ამისა, რონალდოს ესპანეთის ბიუჯეტში 18 მილიონი ევროს შეტანაც მოუწევს და თუ მან ეს არ გააკეთა შესაძლოა, კრიშტიანო ციხეშიც აღმოჩნდეს.

ბოლო პერიოდში ესპანეთში ხშირია ბრალდებები ფეხბურთელების მიმართ, რომ ისინი თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. 2016 წელს ლიონელ მესის სასამართლომ ასევე ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. რონალდოს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.