”გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მშობლები მასზე ძალადობდნენ” – რას ყვებიან მეზობლები

”გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მშობლები მასზე ძალადობდნენ” - რას ყვებიან მეზობლებისანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.

მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.