გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი კონცერტზე სასიკვდილოდ დაჭრეს – ვიდეო

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი კონცერტზე სასიკვდილოდ დაჭრეს - ვიდეოპოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი მასზე თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა .

ადამოვიჩს თავს 13 იანვარს დაესხნენ. ეს გდანსკში საქველმოქმედო კონცერტზე მოხდა. ადამოვიჩს მოულოდნელად მივარდა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულის არეშიც.

ექიმებმა ადამოვიჩის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ყოფილი პატიმარია, რომელიც ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. მან თავისი მოქმედება ციხეში მისი წამებით ახსნა, რაშიც მკვლელმა ადამოვიჩის პარტია “სამოქალაქო პლატფორმა” დაადანაშაულა.

პაველ ადამოვიჩი რუსეთისადმი სიმპატიებით იყო ცნობილი.