გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალა

გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.

კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.