გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდესგორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. წინასწარ ინფორმაციით,მაღაზიიდან წაღებულია თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტს შსს
177 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით იძიებს, რაც 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.