ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაინდონეზიაში, ბოგორავატუს კუნძულის მახლობლად 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულ ზონაში დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. აქამდე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 05:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციიდან 85 კილომეტრში იყო.

ამ მომენტისთვის ინფორმაცია დაშავებულებზე ან ნგრევაზე არ გავრცელებულა.

ინტერპრესნიუსი