ირანში სატვირთო ბოინგი ჩამოვარდა – დაიღუპა 15 ადამიანი, 1 გადარჩა

ირანში სატვირთო ბოინგი ჩამოვარდა - დაიღუპა 15 ადამიანი, 1 გადარჩადღეს ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 1 გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავში, რომელიც თეირანის მახლობლად ჩამოვარდა, სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა.

ბოინგ 707 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი ყირგიზეთის დედაქალაქიდან ბიშკეკიდან მოფრინავდა.

ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.