იტალიაში ქართველმა ქართველი ქალი მოკლა – რა მოხდა ნეაპოლში

იტალიაში ქართველმა ქართველი ქალი მოკლა - რა მოხდა ნეაპოლშისასტიკი მკვლელობა იტალიაში – ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ქართველი ქალი მოკლა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს.

ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს.

მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ  ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.

ქალი მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში და როცა ოჯახში არ დაბრუნდა კვირას საღამოს, ოჯახმა ის მოიკითხა და მისი ძებნა დაიწყო.

იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

რუსთავი 2