იტალიური ქალაქის სახლები 1 ევროდ იყიდება

იტალიური ქალაქის სახლები 1 ევროდ იყიდებასიცილიის კუნძულზე ქალაქ სამბუკაში გორაკზე, ათობით სახლი 1 ევროდ იყიდება. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.

შეთახმების მიხედვით, ის ვინც სახლს იყიდის, ვალდებული იქნება მოუაროს რეგიონს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დეპოპულაციას განიცდის. ადგილობრივები უფრო მსხვილ ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად. „განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, რომლებმაც ეს პროპაგანდის გამო გააკეთეს, ჩვენ არ ვიქნებით შუამავლები სახლის ძველ და ახალ მფლობელებს შორის. გინდათ ეს სახლი, მიიღებთ უმალვე“, – განაცხადა სამბუკის მერის მოადგილემ ჯუზეპე კაჩიოპომ.

ვალდებულების აუცილებელი ნაწილია რემონტი, რომელიც ახალმა მფლობელმა 3 წელიწადში უნდა გააკეთოს 15 ათას ევროდ. თანხას რემონტის დასრულების შემდეგ დაუბრუნებენ.

იმედინიუსი