“ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად ვიღაც ფულს აკეთებს…” – წმენდა “ოცნებაში” და ექსპერტის შეფასება

"ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად ვიღაც ფულს აკეთებს..." - წმენდა "ოცნებაში" და ექსპერტის შეფასებაიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლა და გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილება – „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე მოვლენებს „ნიუპოსტთან“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ არსებული ფონის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს ე.წ. ძველი გვარდიის სრულ მოცილებაზე, რადგან მას ე.წ. ახალი გვარდიისთვის ხელში ძალაუფლების ჩაგდება არ უნდა:

„მე არ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება მთლიანად ძველი გვარდიის დაფერთხვა, იმიტომ, რომ ბიძინას უნდა შეინარჩუნოს ბალანსი ოცნების შიგნით, რადგან ეს არის კარგი ხერხი კონტროლის შენარჩუნების. არ მგონია, რომ მთლიანად დაფერთხოს ძველი გვარდია და ჩაუგდოს ძალაუფლება ახალ გვარდიას. არ მგონია, ძალიან უყვარდეს ეს ახალგაზრდა გვარდია. შესაძლოა, მან მართლაც გაიგო ისეთი რაღაც, რაც მისთვის არის მიუღებელი, კონკრეტულად კორუფცია, რომელშიც ჩართული იყო ბესელია. მას არ უყვარს, როცა მის ზურგსუკან, მის დაუკითხავად ვიღაც აკეთებს ფულს და დიდი შანსია, რომ სწორედ ამას გადაყვა ბესელია“, – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.