კევინ პრინც ბოატენგი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

კევინ პრინც ბოატენგი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელიაკევინ პრინც ბოატენგი ბარსელონაში ჩაფრინდა და გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ბოატენგი ბარსელონაში სეზონის ბოლომდე იქნება და შემდეგ უკვე გაირკვევა დაბრუნდება თუ არა ის სასუოლოში. ბოატენგმა ბარსელონაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ამ გუნდში ყოფნა ოცნების ასრულებაა:

”ძალიან გამიხარდა, რომ ბარსელონამ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ისურვა და შანსი მომეცა, რომ ამ გუნდის მაისურით ვიასპარეზო. ბარსელონასთვის თავს არ დავზოგავ”–განაცხადა ბოატენგმა. ბოატენგი კატალონიურ გუნდში 19 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.