ხორდი ალბა: ”მინდა კარიერა ბარსელონაში დავასრულო”

ხორდი ალბა: ”მინდა კარიერა ბარსელონაში დავასრულო”ბარსელონას მცველმა ხორდი ალბამ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის დასრულება. ალბას თქმით, ის სხვა გუნდში საკუთარ თავს ვერ ხედავს და მისი მომავალი მხოლოდ ბარსელონას უკავშირდება:

”მინდა, რომ კარიერა ბარსელონაში დავასრულო, რაფგან ამ გუნდის აღზრდილი ვარ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბარსელონას დატოვება მომიწია, მაგრამ საბოლოოდ ისევ აქ მოვხვდი და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ”–განაცხადა ჟორდი ალბამ.

ალბა ბარსელონაში 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი ის ვალენსიის ღირსებას იცავდა.