“ხუთოთახიანი ბინა უყიდა, უმკურნალა, ასვა, აჭამა და როგორი შეურაცხყოფილია ნინა” – ფეისბუქში ნინას საქციელი შეაფასეს 

"ხუთოთახიანი ბინა უყიდა, უმკურნალა, ასვა, აჭამა და როგორი შეურაცხყოფილია ნინა" - ფეისბუქში ნინას საქციელი შეაფასეს ჩცდ-ს მორიგ სერიაში ბაქარის დედა სთხოვს ნინას, რომ ვიდეორგოლი ჩაწეროს, რომელშიც ბაქარს მადლობას გადაუხდის იმ უზარმაზარი დახმარებისთვის, რასაც ბაქარი ნინას და მის ოჯახს უწევს.

ნინას ეს თხოვნა არ მოეწონება და ბრაზდება კიდეც, სულ ველოდი, ყელში როდის ამომადენდნენო, ეუბნება დათოს.

ამ პასაჟმა ფეისბუქში დიდი ალიაქთი გამოიწვია.

“ხუთოთახიანი ბინა უყიდა
უმკურნალა, ასვა, აჭამა
და როგორი შეურაცხყოფილია ნინა?
თურმე ვიდეოც აღარ უნდა ჩაეწერა?”

“და თან თურმე ყოველ თვე ჩუმად ფულსაც ურიცხავს..ნეტა მე მყავდეს მასეთი ვინმე, ვიდეოს კი არა ფილმს გადავიღებდი..?”

“სცენარისტი ვის კბენს, გასაგებია, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ სამადლობელი ვიდეოს ჩაწერაში პრობლემას.”

“ვერც მე ვხედავ. რა მჟავე სიფათი მიიღო ნინამ, გეგონება, ბანკის ვალი დაადეს((((”

“ნეტავ ვინმე ასე დამეხმაროს და ჩავწერ კი არა, გადავწერ და გადავბუგავ :D” – წერენ ფეისბუქში.