ლევან ფანცხავა: „მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის“

ლევან ფანცხავა: „მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის“დიდი დიღმის ტრაგედიას სოციალურ ქსელსი ლევან ფანცხავა გამოეხმაურა:

„დიდები უნდა ვუნაწილებდეთ წლებს იმ პატარებს რომლებსაც ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ, სიკვდილთან ბრძოლის…
ამ სამყაროში ყველაზე მეტად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ როცა ის პატარა წინდებიანი, მაისურმოხეული, თმაგაწეწილი, დამტვერილი ბავშვები სიკვდილს ებრძვიან, სიყვარულიც აღარ არსებობს.
მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, როცა ახალგაზრდა ცოლი ქმარს ნანგრევებში დარჩა, როცა ჯოჯოხეთი ისე ნახე რომ გააზრებაც ვერ მოასწარი, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის, ან ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ, რაზე ვდარდობთ…
გადარჩენილებმა მაინც უნდა ისუნთქონ, აღარ შეიძლება, ღმერთო გეძებთ და გიპოვით იმედია“… – წერს ლევან ფანცხავა.