მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მაკედონიის პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ქვეყნის სახელწოდება „რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია“ იქნება.

ქვეყნის კონსტიტუციის ტექსტში ასევე იყო შეტანილი დებულება „მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემის თაობაზე“.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მაკედონიის სახელი შეიცვლება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“. აღნიშნული მაკედონიას საშუალებას მისცემს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანდეს.

აღნიშნულ შეთანხმებას ახლა კენჭი საბერძნეთის პარლამენტმა უნდა უყაროს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019