მანანა იმედაძე – ”ამირან გამყრელიძე ჩემს სალომეზე ცრუ და აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს!”

მანანა იმედაძე - ”ამირან გამყრელიძე ჩემს სალომეზე ცრუ და აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს!”ამირან გამყრელიძის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადება იყო, მანანა იმედაძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის-ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება,რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან,რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!???”