მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო მირზოიანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო მირზოიანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღესმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი თბილისში გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს მის საკუთარ სახლში. შემთხვევა გამთენიისას გორგასლის ქუჩაზე მოხდა.

ბინიდან წაღებულია რამდენიმე თვის მოგროვილი პენსია და საოჯახო ნივთები. ამ დროს სახლში მხოლოდ 90 წლამდე ასაკის მოხუცი იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, მათ ბინაში შესასვლელად კარი შეამტვრიეს და სერგო მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალისტებთან ერთად მუშაობდნენ კინოლოგებიც.

რუსთავი 2