კალაძე – “მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე ადგილს ვაფართოებთ”

კალაძე - "მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე ადგილს ვაფართოებთ"“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახი კალაძე დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს.

აღნიშნულია განცხადება თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს” – აღნიშნა კახი კალაძემ.