“მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება”

"მურუსიძის ბაცილა "ღორის გრიპზე" უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, წერს:

“კრიტერიუმების შემუშავება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაუგებარია. ქვედა დონეების მოსამართლეებმა “რა დააშავეს”? თუ იქ “ყველაფერი მოსულა”?

ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს ყველა მოსამართლისთვის, მას უნდა მიეცეს უკუქმედების ხასიათი და ამ ფილტრში უნდა გაიაროს ყველა მოქმედმა მოსამართლემ.

სხვანაირად, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის საკითხი ისევ ჰაერში გამოეკიდება, რადგან მურუსიძის ბაცილა “ღორის გრიპზე” უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება” წერს ხუხაშვილი “ფეისბუქზე”.

პირველი რადიო