ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლუკაკუს გაყიდვას არ ვაპირებთ”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლუკაკუს გაყიდვას არ ვაპირებთ”მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მანჩესტერი რომელუ ლუკაკუს გაყიდვას არ აპირებს და ის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბოლო პერიოდში ლუკაკუ ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და მისი წასვლის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ:

”ლუკაკუს არავინ არ გაყიდის და ის ჩვენ გვჭირდება. მისი გარჯით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვარჯიშებზე ის ბოლომდე იხარჯება. მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს და ის ყოველთვის საშიშია მეტოქე გუნდისთვის”–განაცხადა სოლსკიაერმა.