პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულიაპარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა.

მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი