“პირსისხლიანმა“ და “კაცთმოძულე“ მიშამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ყველას მიაწვდინა ხმა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნასო“

"პირსისხლიანმა“ და "კაცთმოძულე“ მიშამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ყველას მიაწვდინა ხმა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნასო“პარლამენტის ყოფილი წევრი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” ყოფილი თავმჯდომარე მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში საქართველოში გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპზე წერს.

მისი თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების რიცხვი ხელისუფლების არასწორი მოქმედებების შედეგია.

“გრიპზე, პირბადეების არქონაზე და ტამიფლუს ფასზე გამახსენდა: ზუსტად არ მახსოვს, მგონი 2005-ის შემოდგომა იყო, ფრინველის გრიპის ბევრი შემთხვევა რომ დაფიქსირდა აზიაში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა “იწინასწარმეტყველეს“, რომ ლამის კაცობრიობა გაწყდებოდა, რადგან წამალი არ არსებობდა, თუმცა მალევე იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ რაღაც წამალი კი არის, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობის. რა გასაკვირია, რომ მთელი განვითარებული სახელმწიფოების ხელისუფლებები დაკავდნენ წამლის შექმნა-დახვეწისთვის დიდი თანხების გაღებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვინც მეტს და სწრაფად იმოქმედებდა, ახალი წამალიც იმის მიხედვით შეხვდებოდა, ანუ რიგი დადგა. არა, არ იფიქროთ, რომ პოსტი შეთქმულების თეორიებზეა – არა, ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზეა. ასეთი ზღვა ნეგატიური ინფორმაციის ფონზე სააკაშვილი იყო სრულიად გადარეული (გაუჭირდებოდა), რომ არის რაღაც დაავადება, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობას დიდი საფრთხე შეუქმნას. ხოდა ამ “პირსისხლიანმა“ და “კაცთმოძულე“ მიშამ ჩაიცვა რკინის ქალამნები და გაუდგა გზას. რამდენიმე დღეში ყველას მიაწვდინა ხმა, რომ არის ქვეყანა და ხალხი – უძველესი, უნიჭიერესი, უნიკალური და რომ არაფრით შეიძლება, რომ ეს მცირერიცხოვანი ხალხი ჩადგეს და ელოდოს თავის წამალს, ვიდრე ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვები მიიღებენ პრეპარატს და გადარჩებიან. ჰო მიხვდით ყველა, რაც მოხდა?! როგორც კი საჭიროება იქნება, თქვენთვის ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნებაო… აი ასე… არაფერს ვამბობ დიდი ქალაქების ყოველდღიურ დარეცხვაზე და პირბადეების შემოზიდვაზე (ეჭვი მაქვს, რომ მაშინდელი შემოზიდული ახლა გათავდა და აკი კიდეც გვიბრძანეს, თვითონ შეიკერეთო). ქუჩებს გავრეცხავთ კიდე და ტამიფლუს უფასოდ მოგცემთ არა კვახიო… ეგ სისხლიან წლებშიო. ახლა თავისუფლად ისუნთქეთ და ვირუსი შეიყარეთო.

P.S. ასე იყო თუ ისე – იმიტომ რომ ყველა პრევენცია დაცული იქნა თუ იმიტომ, რომ ასე თავისუფლად არ სუნთქავდნენ ნაძირლები – გრიპის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო და არცერთი ლეტალური”, – წერს მია ნადირაძე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსით 18 ადამიანია გარდაცვალილი.