”ყაზტრანსგაზ თბილისი” ხელშეუხებელია… ტრაგედიის თავი და თავი აქედან იწყება“

”ყაზტრანსგაზ თბილისი” ხელშეუხებელია... ტრაგედიის თავი და თავი აქედან იწყება“დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს:

– ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, კერძო ”ყაზტრანსგაზ თბილისი”( რომელსაც ასი მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო ვალი ჩამოაწერეს და ოფშორულ კომპანიაზე გაყიდეს), არის ასეულობით მილიონიანი ბრუნვის მქონე ორგანიზაციები, რომლებსაც ძარცვავენ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები და მათი სანათესავო. ეს სფერო გასულია ყოველგვარი კონტროლიდან და ხელშეუხებელია. თავი და თავი აქედან იწყება.
უბედური შემთხვევისგან არაფერია დაზღვეული, მაგრამ ამ სისტემაში არსებული კორუფცია და განუკითხაობა არის დღევანდელი ტრაგედიის მთავარი მიზეზი.
ჩუმად გაყიდულ თბილისის გაზის სისტემაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება დღევანდელ მთავრობას, – წერს გოცირიძე.