ყაზტრანსგაზ-თბილისის დაკავებული თანამშრომლები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის დაკავებული თანამშრომლები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულებს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.