„ყველა ასტროლოგია სიცრუეა, ცაგარელიზმიც და სხვაც“

„ყველა ასტროლოგია სიცრუეა, ცაგარელიზმიც და სხვაც“მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“აი, ნათელი მაგალითი, რატომაა ცოდვა და მავნებლობა ასტროლოგია. იმის მაგივრად, რომ გამოვფხიზლდეთ, დავინახოთ და გამოვასწოროთ ამ უბედურების (საუბარია დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე რედ.) მთავარი მიზეზი, კიდევ ტვინს ურევს ხალხს, რომ თურმე რაღაც ვარსკვლავების, აგრესიული ვერძის და ზოდიაქოების ბრალი ყოფილა მომხდარი. ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა.

არც კი ვკარგავ დროს იმაზე ფიქრში, ერთი ადამიანი რომ გადაურჩა ავიაკატასტროფას ღვთის ნება იყო თუ არა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანებს რა შეგვეშალა რომ ეს კატასტროფა მოხდა. ღვთის ნება რა არის ზუსტად ვიცით – სახარებაში გვიწერია ყველაფერი. ყველა ასტროლოგია სიცრუეა – ცაგარელიზმიც და სხვაც. რა მნიშვნელობა აქვს შავი კატის ზემოქმედების გწამს თუ კოსმოსში მყოფი სხეულების?!”