რეზო ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს

რეზო ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენესექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მანამდე საქმის გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს და

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული რევაზ ნასიძე 7 იანვარს დააკავა.

ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.