სააკაშვილი ნიკა გვარამიას – „საცოდავი მე კი არა, თქვენ ხართ, ნიკა, საცოდავები“

სააკაშვილი ნიკა გვარამიას - „საცოდავი მე კი არა, თქვენ ხართ, ნიკა, საცოდავები“საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა:

„ამას წინათ ვუყურებდი “რუსთავი 2″-ის გადაცემას და ნიკა გვარამია, ჩემი მეგობარი იძახის, ალბათ როგორი გაბრაზებულია მიშა, არ დააფასეს მისი ღვაწლი, რით ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, წარმოიდგინეთ, საკუთარ ქვეყანაშიც არ უშვებენ საცოდავი, საცოდავი…

საცოდავი მე კი არა, თქვენ ხართ ნიკა საცოდავები, იმიტომ, რომ საუბარი იმაზე კი არ არის, სააკაშვილი დააფასეს თუ არა, უკაცრავად და სულ ფეხებზე მკიდია ეგ, მართლა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. მთავარია სხვა რაღაც, რომ ეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამისთვის გამოვართვით ამერიკელებს 140 მილიონი დოლარი და ჩვენს ტერიტორიაზე გავუხსენით მათი უნივერსიტეტის კონკურენტი, ამერიკული ფულით.

ცოცხალი თავით არ უნდოდათ ამის გაკეთება. ხან რას იგონებდნენ და ხან რას, ხან ერთ წერილს გამოგზავნიდნენ და ხან მეორეს, ჩვენ ვპასუხობდით და ასე შემდეგ…

140 მილიონი დოლარი ჰილარისთან ჩახუტების და ჩვენი ურთოერთობიდან გამომდინარე, წავართვით იმაში, რაშიც ამერიკელები ფულს არასდროს იხდიან.

დღეს ეს შენობა არის რაღაც კაზინოსა და ბორდელს შორის ლოჯებმიშენებული” .