“სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა ასარჩევად კრიტერიუმებს შეიმუშავებს”- რა შეთანხმება შედგა ირაკლი კობახიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის

"სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა ასარჩევად კრიტერიუმებს შეიმუშავებს"- რა შეთანხმება შედგა ირაკლი კობახიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორისსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანგიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებაა საჭირო, რომელზეც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.”ვისაუბრეთ დეტალურად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ზოგადი განცხადება ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ჩვენთვის ის, თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია, გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ არიან წარმოდგენილი პარლამენტის წევრები, ზოგადად სამივე შტო არის ხელისუფლების წარმოდგენილი.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც არის შესაძლებელი მსჯელობა პროცედურაზე, კრიტერიუმებზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს ისინი, რა დონის საკანონმდებლო აქტით და ა.შ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დეტალურად სამუშაო ჯგუფის ფორმატში”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიუპოსტი