სერგეენკო – ”გრიპის ვირუსით გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი”

სერგეენკო - ”გრიპის ვირუსით გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი”ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც, გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული შემთხვევების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სერგეენკო ამბობს, რომ დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდეგაი ზარდა.

„დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება.

დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დაზუსტებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგან დიდი ტრაგედია არის და მე არასწორად მიმაჩნია ახლა, თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ეს არის ზოგადად ერთი მხრივ თანამდევი დაავადებები, მეორე მხრივ ის გარდაუვალი გართულების პროცენტი, რაც არის – 0,3% რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების პროცენტში და მესამე არის მკურნალობის დაგვიანებით დაწყება (პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ დაწყება).

ეს არის ძირითადი მიზეზები“, – განაცხადა სერგეენკომ.

ნიუპოსტი