სკანდალი “მხოლოდ ქართულში” – გიორგი ცხადაძის ცოლი სალომე ლემონჯავა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

სკანდალი "მხოლოდ ქართულში" - გიორგი ცხადაძის ცოლი სალომე ლემონჯავა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ31 დეკემბერს პროექტი “მხოლოდ ქართული” კიდევ ერთმა კონკურსანტმა დატოვა. სცენას ამჯერად გიორგი ცხადაძე დაემშვიდობა. მან მაყურებლის მხრიდან ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო და შესაბამისად, კონკურსის წესების მიხედვით, პროექტიც დატოვა.

ეს ჩვეულებრივი მომენტი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ახალი წლის განწყობა და ადამიანური ფაქტორი, რომელიც შეუძლებელს ხდის, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ასეთი “საჩუქრით” დაემშვიდობო ადამიანს და უთხრა, რომ სურვილები ხდება.

საზოგადოებასა და “მხოლოდ ქართულის” მაყურებელში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია, რაც რა თქმა უნდა, გამოიხატა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მისამართით კრიტიკასა და უარყოფით კომენტარებში.

პროექტის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” მომხმარებლებს შორის აქტიურობდა გიორგი ცხადაძის მეუღლეც, სალომე ლემონჯავა, რომელმაც რამდენიმე ადამიანთან ღიად განიხილა გიორგის პროექტის დატოვების ფაქტი და ეს საქციელი უარყოფითად შეაფასა.

მან “რუსთავი 2”-ისა და პროექტის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და ღიად დააფიქსირა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ის, რაც მოხდა, მხოლოდ რეიტინგისთვის და სკანდალის მოსაწყობად გააკეთდა და ცხადაძის მიმართ აშკარად უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“ადამიანი გაუშვით და იმავე წამს ახალი წელი მოგვილოცეთ. რეიტინგი და სკანდალი გინდოდათ და მიიღეთ ნული რეიტინგიც და უფრო ნული სკანდალიც”.

“გვარამიას უნდოდა შოკის მოხდენა, რეიტინგი რომ დაებრუნებინა პროექტისთვის”…

რეიტინგი

სკანდალი "მხოლოდ ქართულში" - გიორგი ცხადაძის ცოლი სალომე ლემონჯავა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

სალომე ლემონჯავა