თაკო ჩარკვიანი  პარტიას ქმნის

თაკო ჩარკვიანი  პარტიას ქმნის“კანონი და სამართალი” – ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც თაკო ჩარკვიანი თანამოაზრეებთან ერთად შექმნის.

“ძალიან ვჩქარობდი, რომ ვაკვირდები სიტუაციას, კარგია რომ დავიცადეთ, დაიწმინდა პოლიტიკური პროცესები და კარგია, რომ ჩვენი პარტია ახლა გამოჩნდება. პირდაპირ მოითხოვა ამ არჩევნებმა, ხალხის მოთხოვნა იყო და აბსოლუტურად აქედან წამოვიდა ამ პარტიის შექმნა. პარტია იქნება მემარჯვენე ცენტრისტული. პრეზიდენტის ნათქვამს რაც შეეხება მემარჯვენე-მემარცხენეობასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილს საერთოდ აქვს არეული და არ იცის პოლიტიკოსი არის თუ არა. რა განცხადებებსაც აკეთებდა და აკეთებს ზურაბიშვილი, ის ვერ იქნება ჩემი პრეზიდენტი.

ჩვენი პარტია, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციასთან” ითანამშრომლებს, ამაზე შეთნხმებულები ვართ. იმიტომ, რომ ძლივს შეკოწიწებულმა გაერთიანებამ ფაქტია, რომ 876 000 ამომრჩევლის ხმა დადო, ეს ოფიციალური ციფრები რაცაა, გაყალბებაზე არ მაქვს საუბარი. სულ ცოტა ის გავაკეთეთ, რომ ხელისუფლებას არ ვაძინებთ. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებას მშვიდად არ უნდა ძინავდეს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ხალხის გამო, უნდა არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას. საქართველოში ეს აღიქმება იმისი ხარ, ამისი ხარ და ა.შ. ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიულობის ნიშანია. ამიტომ, ვთვლით, რომ ურთიერთობა უნდა გვქონდეს “გაერთიანებულ ოპოზიციასთან”. რაც შეეხება სახელს, ჩვენს პარტიას “კანონი და სამართალი” ერქმევა”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი “მეტრონომთან” საუბრისას.