თბილისში 20 წლის მაქს სტაკანოვს ეძებენ

თბილისში 20 წლის მაქს სტაკანოვს ეძებენთბილისში 20 წლის ახალგაზრდას, მაქს სტაკანოვს ეძებენ. როგორც “პრაიმტაიმთან” დაკარგული ბიჭის ძმა აცხადებს, იგი სახლიდან 19 იანვარს გავიდა და მას შედეგ არ ჩანს.

“19 იანვარს, ღამის 00:00 საათზე გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნდა. სამართალდამცავებს მივმართეთ და ეძებენ,“ – აცხადებს რომა სტაკანოვი, დაკარგული ბიჭის ძმა.

მაქსიმე სტაკანოვი – 186სმ სიმაღლის, ეცვა შავი ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსი და შავი ბოტასები.

თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გექნებათ, დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555018855; 593175551

პრაიმ ტაიმი