ტომას მიულერი ლივერპულთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს

ტომას მიულერი ლივერპულთან ორივე შეხვედრას გამოტოვებსტომას მიულერმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ჩემპიონთა ლიგაში და ის ლივერპულის წინააღმდეგ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ რომ მიულერმა აიაქსთან შეხვედრაში მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.

მიულერის არყოფნა ბაიერნისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ტომასი ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერია. ლივერპულის და ბაიერნის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში ცენტრალურად ითვლება.