ტონი კროოსმა ტრავმა მიიღო

ტონი კროოსმა ტრავმა მიიღომადრიდის რეალის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა რეალ სოსიედადის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ის სავარაუდოდ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. რეალისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, რადგან გუნდს ისედაც რთული პერიოდი აქვს.

რეალ სოსიედადთან მადრიდელები საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ და რეალი ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ამის გამო უკვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ სანტიაგო სოლარი უახლოეს მომავალში რეალის მწვრთნელი აღარ იქნება.