ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა – ვიდეო

ტრაგედია ვაკეში - სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა - ვიდეოვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და აქსის თაუერის მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ფარდულს შეეჯახა. დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები.

ტრაგედია ვაკეში - სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა - ვიდეოშემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი.

დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს.

ქავთარაძის ქუჩაზე, კლინიკა „ევექსში“ ოთხი დაშავებულია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

ტრაგედია ვაკეში - სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა - ვიდეოორი დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ავარიის დროს სასწრაფოს მანქანაში იყო მოთავსებული, ხიჩინაშვილი კლინიკაში მკურნალობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/225615391648641/