ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტრაგედია ვაკეში - სასწრაფოს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანესსასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა, რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.

მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.

როგორც დაშავებულის მკურნალი ექიმი ამბობს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

„სარეანიმაციო არ ჩანს არაფერი, თუმცა ახალი შემოსულია და ვიტალური მაჩვენებელი არ არის სრულად შეფასებული, როგორც კი შეფასდება, გაწერა ამის შემდეგ გადაწყდება“-ამბობს ექიმი.

ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა მშენებარე კორპუსის ჯიხურში შევარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა. თუმცა თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბერეკაშვილი ამბობს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

ასევე, როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

რუსთავი 2