წუხელ რუსთავში 22 წლის ქალი მე-3 სართულიდან გადავარდა

წუხელ რუსთავში 22 წლის ქალი მე-3 სართულიდან გადავარდა22 წლის გოგო საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადავარდა.

შემთხვევა რუსთავში VII მიკრო-რაიონში გვიან ღამით მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც დაბლა გადავარდა და პირველ სართულზე არსებულ მიშენებაზე დაეცა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟერბი.

დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ქირურგიულ განყოფილებაში.