ვაშინგტონმა ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელის აქტივებზე წვდომა მისცა

ვაშინგტონმა ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელის აქტივებზე წვდომა მისცააშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაადასტურა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს უფლებამოსილება ამერიკულ ბანკებში ვენესუელის სახსრების გაკონტროლების თაობაზე. შესაბამის განკარგულებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხელი დღეს მოეწერა.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის შესახებ კანონის თანახმად, ამერიკულ ბანკებში ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილი თანხების განკარგვის უფლება იმ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს, რომლის ლეგიტიმაციასაც აშშ ცნობს.

ხუან გუაიდომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. აშშ-მა, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ ცნო ის ქვეყნის ლეგიტიმურ მეთაურად.

იმედინიუსი