ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადავენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ასამბლეის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს განცხადებით, კანონმდებლების ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რომელმაც მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები გადაიბარა.

მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადურომ ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო.

აშშ და დანარჩენი 13 ქვეყანა აცხადებს, რომ მადუროს პრეზიდენტობას არალეგიტიმურია.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო ოფიციალურმა ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს.

მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.