ზუგდიდში ღორის გრიპით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

„ამ დილას გარდაიცვალა შუახნის პაციენტი,რომელიც რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა,თუ რომელი მუნიციპალიტეტიდან არის ვერ დავაკონკრეტებ“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ორჟონიამ.

ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 27 პაციენტია მოთავსებული. ამათგან ხუთი ბავშვია, ერთი კი ორსული ქალი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო პერიოდში სამეგრელოში ე.წ. გრიპის ვირუსით ორი პირი გარდაიცვალა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019