2018 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 84 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

2018 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 84 მილიონ ლარზე მეტი მიიღესკომერციულმა ბანკებმა 2018 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 84, 761 434 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო – 29 331494 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ – 19 343 330 ლარი. მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკია“ – მან 2018 წელს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 13 097 408 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა – „კრედო“ – 6 811 928 ლარი.

ტოპ-ხუთეულში მოხვდა „ბანკი ქართუც“, რომელმაც საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით – 3 893 679 ლარის შემოსავლი მიიღო.

ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.

ბიპიენი