ამერიკაში მძევლად აყვანას 4 ადამიანი შეეწირა

ამერიკაში მძევლად აყვანას 4 ადამიანი შეეწირაოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მოვლენები ქალაქ კლინტონში განვითარდა. ბოროტმოქმედს მძევლად რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლში 12 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება.

სამართალდამცველებმა ბავშვების გათავისუფლება რამდენიმე საათში შეძლეს.

ინციდენტის დროს ოთხი ადამიანია მოკლული. სამართალდამცველთაგან არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარის მიზეზი დგინდება.

იპნ