ანზორ აბრალავა გრიგოლ აბრალავას ნორვეგიაში დაკავებაზე – ”ჩემმა შვილმა, იქნება, სააკაშვილს კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვოო”

ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ აბრალავას მამა მომხდარის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, პარტია “აღორძინების” ყოფილი ლიდერი ანზორ აბრალავა აცხადებს, რომ მისი შვილი ნორვეგიაში არ ყოფილა.

“უფასო შვებულება აიღო, როგორც მე ვიცი და წავიდა. ერთი თვის წასულია. პირად საქმეზეა წასული. არა აქვს უფლება, წავიდეს? თქვენ რაზე ხართ გამოსული დღეს აქ? ესე საქმეზე წავიდა ისიც. თუ გვარამიას შეუთანხმოს? არ ვიცი რა მოხდა… თქვენ პროკურორი ხართ და თქვენ იცით ყველაფერი? მე კანონმორჩილი კაცი ვარ და არ ვიცი, რა ხდება. არის უცხო ქვეყანაში, რა მოხდა, არ ვიცი. მითხრეს, რომ არის ნორვეგიაში. მე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში ან გერმანიაში. ახლა სავიზო რეჟიმი იძლევა საშუალებას, რომ იმოძრაოს. თქვენ რა უკრძალავთ?

მე მესმის, თქვენ ამას არ გაუშვებთ, ამოჭრით, ჩაჭრით… მაგრამ გეუბნებით, წავიდა, სააკაშვილი აინტერესებდა, როგორ არის. ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა და თქვა, მეცოდება, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვოო. ნორვეგიაში შეიძლება, იყოს კარგი კოსტუმიო… სერიოზულად გეუბნები,“ – განაცხადა ანზორ აბრალავამ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019