შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. “ქურდულ შეკრებაში” მონაწილე 5 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით “ქურდული შეკრება” გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები მონაწილეობდნენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელსაც მოქალაქემ დავა “ქურდებში გაურჩია” ჯენერი მესხიაა. იგი შპს “აპოლოს” 100%-იანი წილის მფლობელია. მას მოქალაქე მერაბ კაჭკაჭიშვილთან დავა, სავარაუდოდ, თანხასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლის მოგვარებაც კაჭკაშიშვილმა “ქურდებს” სთხოვა.
“ქურდულ შეკრებაში” კაჭკაჭიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: ირაკლი მოსაშვილი, ლაშა სირბილაძე, ირაკლი რიჟამაძე და შაქრო ქარელიშვილი.
ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავამათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვრცლად: police.ge/12459
Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Montag, 11. Februar 2019
დატოვეთ თქვენი კომენტარი