ბახტრიონზე #42 ავტობუსი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა

ბახტრიონზე #42 ავტობუსი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახათბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს #42 მუნიციპალური ავტობუსი და კერძო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, კერძო სამარშუტო ტაქსი, ავტობუსის გზაზე გახსნილი საბარგულით იდგა.

როგორც თვითმხილველებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, შეჯახების შედეგად დაშავდა 2 ქალი, 1 მცირეწლოვანს კი მსუბუქი დაზიანება სახეზე აქვს მიღებული.

ადგილზე მისულია სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.