ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგაბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, 77 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, დღეს დილით კი საავადმყოფოდან გაუჩინარდა. პაციენტს ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებენ.
როგორც “კვირას” ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ცირა აბულაძემ განუცხადა, პაციენტს გუშინ და დღეს დილით ყველა შესაბამისი სამედიცინო ღონისძება ჩაუტარდა, თუმცა მან საავადმყოფო თვითნებურად დატოვა.
“ეს პაციენტი შემოვიდა გუშინ. გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, ჩაუტარდა ყველა სახის მანიპულაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, დილითაც ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები და ითხოვა, რომ დაბლა სიგარეტის მოსაწევად ჩასულიყო. ეს არის პაციენტის უფლება და მით უმეტეს ეს არის ჰოსპიტალი და არა სასჯელაღსრულების დაწესებულება ან ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომ უარი ეთქვას პაციენტს მსგავს თხოვნაზე და თავისუფლად გადაადგილებაზე, ადეკვატურად საუბრობდა, ჩავიდა დაბლა სიგარეტის მოსაწევად, დაცვასაც უთხრა, თუმცა როგორც ჩანს თვითნებურად დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია”, – განაცხადა ცირა აბულაძემ.