“ბავშვი დავბრიდეო, ასე თქვა პირდაპირ” – რუსთავში 29 წლის ბიძამ 12 წლის ძმიშვილი მოკლა – ვიდეო

საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში.

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

“დავინახე, რომ ფანჯარაში იდგა ვალერი, ხელი ჰქონდა დასისხლიანებული, პოლიციელები ელაპარაკებოდნენ. ბიჭო, რა არისო, რა მოხდაო, ბავშვი სად არისო. ბავშვი დავბრიდეო, ესე თქვა პირდაპირ. რას ქვია, დაბრიდეო და ავიდნენ.

იმან რომ გაიგონა, რომ მაგასთან შედიოდნენ, ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ ეცნენ და დაიჭირეს. მერე პოლიცია შევიდა ოთახში და ბავშვი ცოცხალ-მკვდარი იყო და წაიყვანეს. ბავშვი გარდაიცვალა”, – ყვება მოწმე.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019